დიდი ინტერესით ველოდი პროექტებით სწავლების ტრენინგის დაწყებას. თანამედროვე სწავლების მოთხოვნების მიხედვით დიდი როლი ენიჭება ამ მეთოდით ცდნის მირებას. ვთვლი, რომ ეს არის 21-ე საუკუნის გამოწვევა.
ოთახში შესვლისთანავე მოვიხიბლე ტრენერის ვიზუალით. გავოცანი ახალი მეგობრები. იყო ურთიერთგაზიარება ჩვენი ხასიათისა.
საინტერესოდ ჩაიარა პირველმა და მეორე დღემ. მოლოდინი გამიმართლდა. მრავლისმომცველი და ნაყოფიერი იყო მუშაობა. ვიმუშავეთ ელექტრონული წიგნებით, მოდულებზე. ჩემში შემოვიდა ახალი ცნება - ,,ჩეკლისტი".
ტრენერმა საოცრად გაგვიადვილა ბლოგის შექმნის პროცედურები. ვისწავლეთ საქაღალდეების, ბუკლეტების დამზადება.
განსაკუთრებით გამოსაყოფია ტრენერის დამოკიდებულება ჩვენდამი. მისი მაღალი პროფესიონალიზმი და ურთიერთობის კულტურა
სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა,საინტერესოა თქვენთან ერთად მუშაობა. აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენეულ რჩევებს. წარმატებები
ОтветитьУдалить