გავიარე
ტრენინგი -- ,, პროექტებით სწავლება’’,
რომელსაც უძღვებოდა ტრენერი -- დიანა მიქაძე .
დიდი ინტერესით ველოდი ტრენინგის დაწყებას. გამართლდა ჩემი მოლოდინი. გაიარა
დატვირთულმა 9 დღემ.
მეტად
საინტერესო იყო ყოველი დღე , სიახლეებით დატვირთული , ტრენერის მაღალი პროფესიონალიზმით წარმართული.
ტრენინგმა საშუალება მომცა , უფრო ეფექტურად
წარვმართო მუშაობა მოსწავლეებთან, განვუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გავზარდო
მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში; შევისწავლე, როგორ შევქმნა მოსწავლეებთან ერთად ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები , რომლებიც დაეხმარება მათ სასწავლო სტანდარტის მიღწევაში , 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ამ ტრენინგის გავლის შემდეგ შევძლებ , დავისახო სასწავლ მიზანი , გამოვავლინო
სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც მსურს -- დავგეგმო მოსწავლეზე
ორიენტირებული მიმდინარე შეფასებები. დავხვეწო სტანდარტების მიზნებისა და მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვები
სასწავლო პროექტებისთვის. შევასწავლო
მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით
გამოყენება , დავგეგმო და შევქმნა მოსწავლის პრეზენტაციები, პუბლიკაციები , ვიკისა და ბლოგის
ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის.
გავეცანი და შევისწავლე , თუ როგორ გამოვიყენო
რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები , ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის ჩენს პროექტზე მუშაობისას. შევისწავლეთ , როგორ შევიმუშავო პროექტის შეფასების ფორმები გარკვეული
თემისათვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების
შსაქმნელად.
გავეცანი შეფასების რუბრიკებს, რომელიც დამეხმარება , როგორ გავაუმჯობესო მოსწავლის
ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები.
ეს საშუალებას მომცემს შევუწყო ხელი
მოსწავლეებს, რათა ისინი იქცნენ თვითრეგულირებად მასწავლებლებად. ასევე დავაკმაყოფილო
მათი განსხვავებული საჭიროებები.
სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენებაში შევისწავლე , როგორ მო0ვამზადო და წარმოვადგინო ჩემი ნამუშევრები
ეფექტურად, როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი.
ყოველივე ამის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უდიდესი დამსახურება მიუძღვის ტრენერს -- დიანა
მიქაძეს , რომელიც გამოირჩევა კომუნიკაბელურობით
, მაღალი პროფესიონალიზმით; აქვს მეთოდურად დახვეწილი მიდგომები, გადმოცემისა და სწავლების განსაკუთრებული ნორმები.
დიდი მადლობა ტრენერს -- დიანა მიქაძეს , გაწეული მუშაობისთვის. სასიამოვნოა მასთან თანამშრომლობა!