воскресенье, 7 октября 2018 г.

ტრენინგის მეცხრე დღე


     გავიარე  ტრენინგი  -- ,, პროექტებით სწავლება’’, რომელსაც უძღვებოდა  ტრენერი  --  დიანა  მიქაძე .
     დიდი ინტერესით ველოდი ტრენინგის დაწყებას.  გამართლდა ჩემი მოლოდინი.  გაიარა  დატვირთულმა 9 დღემ.
      მეტად  საინტერესო იყო ყოველი დღე ,   სიახლეებით დატვირთული , ტრენერის მაღალი პროფესიონალიზმით  წარმართული.
      ტრენინგმა საშუალება მომცა , უფრო ეფექტურად წარვმართო მუშაობა მოსწავლეებთან, განვუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარები,  გავზარდო  მოსწავლეთა  ჩართულობა  სასწავლო პროცესში;  შევისწავლე, როგორ შევქმნა მოსწავლეებთან ერთად  ტექნოლოგიებით გამდიდრებული  სასწავლო პროექტები , რომლებიც დაეხმარება  მათ სასწავლო სტანდარტის მიღწევაში , 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების  განვითარებაში.
        ამ ტრენინგის  გავლის შემდეგ შევძლებ , დავისახო  სასწავლ მიზანი ,  გამოვავლინო  სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც მსურს -- დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე  შეფასებები.  დავხვეწო სტანდარტების მიზნებისა  და მიმართულებების მიმცემი საკვანძო  კითხვები  სასწავლო პროექტებისთვის.   შევასწავლო მოსწავლეებს ინტერნეტის  უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება  , დავგეგმო  და შევქმნა მოსწავლის   პრეზენტაციები, პუბლიკაციები , ვიკისა და ბლოგის ნიმუშები  კონკრეტული  სასწავლო მიზნებისთვის.
        გავეცანი და შევისწავლე , თუ როგორ გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები , ჩეკლისტები  შინაარსის  ათვისების, 21-ე საუკუნისა  და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის  ჩენს პროექტზე მუშაობისას.  შევისწავლეთ , როგორ  შევიმუშავო პროექტის შეფასების ფორმები გარკვეული თემისათვის განკუთვნილი  შემაჯამებელი შეფასების შსაქმნელად.
      გავეცანი შეფასების რუბრიკებს, რომელიც დამეხმარება  , როგორ გავაუმჯობესო  მოსწავლის  ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები.  ეს საშუალებას მომცემს შევუწყო ხელი  მოსწავლეებს, რათა ისინი იქცნენ თვითრეგულირებად მასწავლებლებად.  ასევე  დავაკმაყოფილო მათი  განსხვავებული საჭიროებები.
          სასწავლო  პროექტის პორტფოლიოს ჩვენებაში შევისწავლე  , როგორ მო0ვამზადო და წარმოვადგინო ჩემი ნამუშევრები ეფექტურად, როგორ გავუზიარო  ჩემს კოლეგებს  კონსტრუქციული უკუკავშირი.
        ყოველივე  ამის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ   უდიდესი დამსახურება მიუძღვის ტრენერს  --  დიანა მიქაძეს  , რომელიც გამოირჩევა კომუნიკაბელურობით , მაღალი პროფესიონალიზმით;  აქვს  მეთოდურად დახვეწილი  მიდგომები,  გადმოცემისა  და სწავლების განსაკუთრებული ნორმები.
   დიდი მადლობა ტრენერს  -- დიანა მიქაძეს  , გაწეული მუშაობისთვის. სასიამოვნოა მასთან თანამშრომლობა!

ტრენინგის მერვე დღე

  დღეს  ტრენინგის მერვე დღეა.  მეტად საინტერესოდ წარმართა ეს დღეს ჩვენმა ტრენერმა.
    გადავავლეთ თვალი ტრენინგის მასალებს.  გავეცანით მერვე მოდულს -- ფასილიტაცია  ტექნოლოგიებით. ყურადღება გავამახვილეთ  მსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე.
     გავეცანით , თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულბის გაზრდასა და  სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.  შევქმენით დოკუმენტი, ვბრესურსი.
   ვსწავლეთ, როგორ გამოვიყენო  ტექნოლოგიები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის პროცესში, სასწავლო რაქტიკის გასაუმჯობესებლად.
   ტრენერი გამოირჩეოდა ჩვეული სიხალისითა და მაღალი პროფესონალიზმით . მადლობა მას !

ტრენინგის მეშვიდე დღე







მეტად საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მეშვიდე დღე.  ვნახეთ ერთმანეთის ნამუშევრები  , გავაკეთეთ უკუკავშირი.    ავთვირთეთ  ბლოგზე   ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი   , ვისაუბრეთ სავარაუდო ნაშრომის შეფასებაზე, მოსწავლეთა ჩართულობაზე  შეფასების პროცესში.  გავეცანით შეფასების  გეგმას.  ვნახეთ მოსწავლეთა შეფასების სხვადასხვა ფორმები ( ჩეკლისტები)  , მოვარგეთ ჩვენს პროექტს.    ვისაუბრეთ  სსსმ მოსწავლეთა  ჩართულობაზე პროექტში. ვნახეთ მათთვის შეფასების საგანგებო ფორმები,  გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე დაყრდნობით.   ვიმსჯელეთ , როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის თვითრეგულირებად სწავლას.  გავეცანით დიფერენცირებული სწავლების გზებს.   მეტად ნაყოფიერი იყო დღევანდელი ტრენინგი.  

ტრენინგის მეექვსე დღე


ტრენინგის მეხუთე დღე

           ტრენინგის   მეხუთე  დღე   მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა.   გავეცანით  პროექტის შეფასების   სტრატეგიებს.  ( მოდული 2.)  განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას.   რაში გამოვიყენებ მითითებულ ხუთ სტრატეგიას. 
          ვისწავლეთ  შეფასების მიზნები , საშუალებები და  ინსტრუმენტები.  როგორ გამოვიყენებთ ამ სტრატეგიებს გეგმის შედგენისას. 
          დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი, საჭირო და აუცილებელი. 

ტრენინგის მეოთხე დღე







  მეტად მნიშვნელოვანი და სახალისო იყო დღევანდელი ტრენინგი. ვიმუშავეთ საქაღალდეების შექმნაზე,ვნახეთ ჩეკლსტები,ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზეკომენტარი გავუკეთეთ ერთმანეთს, ფაილები გავუზიარეთ ერთმანეთს.  ვისწავლეთ სურათების ატვირთვა გუგლიში.
 ტრენერთან ერთად ნაყოფიერი იყო ჩვენი მუშაობა.